შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათია გოგოჭური![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (რ. სტურიას სახელოსნო) 1980 წელს. 1980-1992 წწ. მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. კინოდებიუტი შედგა ფილმში "მშობლიურო ჩემო მიწავ"(რ. ჩხეიძე, 1980). მონაწილეობს ფილმებში: "გამოაღეთ ფანჯრები" (დ. აბაშიძე, 1981, ნანა), "ბანდიტი აგურის ქარხნიდან" (გ. მატარაძე, 1983, სვანი ქალი), "ძმა" (თ. ბაბლუანი, 1982, ფაღავას და), "დღეს ღამე უთენებია"(ლ. ღოღობერიძე, 1983), "ზღვის მაშვრალნი"(ე. სეშანი, გ. გაბესკირია, 1986), ტბა(კ. კაკაბაძე, 1998). მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარები ზაზა კოლელიშვილის ფილმისთვის "გარიგება"(1993), "საქართველო ჩემს გულში"(დოკ. 2001), "არჩევანი" (2003), "ქუთაისელი ბაბუ" (2007), "ომი და ქორწილი" (2010), პაატა მილორავას ფილმისთვის "ჯერ შეიცადეთ..."ოტელო" ქუთაისში" (2003). პროდიუსერია ფილმების: "ომი და ქორწილი" (2010), "საქართველო ჩემს გულში" (დოკ. 2001), "ქუთაისელი ბაბუ" (2007). თეატრისა და კინოს მსახიობი. პროდიუსერი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 63; geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |