Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გარსევან გომართელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქართული გიმნაზია 1914 წელს. 1921 წლიდან მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატის კინოს სექციაში და შემდეგ-საქართველოს "სახკინმრეწვში". 1921 წელს ივანე პერესტიანმა მიიწვია ფილმში "არსენა ჯორჯიაშვილი". რეჟისორის ასისტენტად იმუშავა რამდენიმე მხატვრულ ფილმზე: "ვინ არის დამნაშავე" (რეჟ. ა. წუწუნავა, 1925), "თავადის ასული მერი" (რეჟ. ვ. ბარსკი, 1927). როგორც დამდგმელმა რეჟისორმა გადაიღო მხატვრული ფილმი "შეხვედრა" (1930). 1930 წლიდან სამეცნიერო-ტექნიკური ფილმების სექციაში გადაიღო "მეცხოველეობა" (1930), "ქართველი ებრაელები" (1932), "მესაქონლეობა" (1939), "რეზინის მრეწველობა" (1935), "წითელ არმიაში გაწვევა" (1936), "დეპოს უფროსი" (1955)", "განგაშის ხმა" (1957), "რაც მოგივა დავითაო" (1959), "უსაფრთხოების ტექნიკა" (1962) და სხვ. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 65; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |