The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია გუდაძე

ლია გუდაძე
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1963 წელს. 

1963-1992წწ. მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. სტუდენტობისას მონაწილეობდა კინოგადაღებებში: "გლახის ნაამბობი "(ლ. ესაკია, 1961); "კეთილი ადამიანები" (შ. მანაგაძე, 1961). ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა კომედიაში "ლონდრე" (თ. მელიავა, 1966, ამეთვისტო). გადაღებულია ფილმებში: "უყაიმო თამაში" (ი. ქავთარაძე, 1966); "არ იდარდო" (გ. დანელია, 1969); "ვერის უბნის მელოდიები" (გ. შენგელაია, 1973); "სოფლის აშიკი" (რ. ჭარხალაშვილი, 1976); "დათა თუთაშხია" (გ.  ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978); "მეცამეტე გოჭი" (რ. ჭარხალაშვილი, 1979); "იცოცხლე გენაცვალე!" (თ. გომელაური, ვ. კაკაბაძე, 1981); "გმადლობთ, რატილი" (გ. კალატოზიშვილი, 1984); " ახალი არკადია" (თ. ფალავანდიშვილი, 1986); "გამოცხადება" (გ. მატარაძე, 1988), "მდგმურები" (დ. ჯანელიძე, 1989), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989); "ოქროს ობობა" (მ. ანთაძე, გ. ქავთარაძე, დ. კვარაცხელია, 1992), "ქუჩის დღეები" (დ. კოღუაშვილი, 2010).

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 68


გააზიარე: