The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ მაისურაძე

ანზორ მაისურაძე
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1960 წელს; მოსკოვის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უმაღლესი სკოლა 1966 წელს.

1961 წლიდან მსახურობდა სსრკ უშიშროების ორგანოებში. 1971-1979 წლებში იმყოფებოდა სამსახურეობრივ მივლინებაში საზღვარგარეთ. 1979 წლიდან მსახურობდა საქართველოს სსრ უშიშროების კომიტეტში სხვადასხვა პასუხისმგებელ თანამდებობებზე. 1984-1990 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დაზვერვის განყოფილების უფროსად. 1990-1991 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. 1992 წლის დასაწყისში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრად. 1992 წლის მაისში დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პოლკოვნიკი (1985), ქართველი გენერალ-მაიორი.

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ.,2015.-გვ.109; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.282

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
    საქართველოში ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისათვის, გაბედული მოქმედებისა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის

გააზიარე: