The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა კვირაია

შოთა კვირაია
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1952
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 2011  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1977 წელს დაიწყო მუშაობა შინაგან საქმეთა ორგანოებში. 1977-1984 წლებში სოხუმის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში იყო სოციალისტური საკუთრების დატაცებასთან ბრძოლის ინსპექტორი, შემდეგ კი უფროსი ინსპექტორი. 1984-1990 წლებში ამავე განხრით დაწინაურდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების განყოფილების ოპერრწმულებულად მუშაობდა. 1993 წელს ის უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილეა, შემდეგ კი მეთაურობს ქვეყნის ძალოვან სამინისტროებს. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიური მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. 1995-1997 წლებში უშიშროების მინისტრი. ქართველი გენერალ-მაიორი; გერნერალ-ლეიტენანტი. 1997 წლიდან ცხოვრობდა რუსეთში. 

წყარო: სამხედრო ფიცის ერტგულნი: ქართველი გენერლები.-თბ.,2015.-გვ.126;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 9

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: