შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაზარე (ეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1982 წლის 7 მარტს ხელდასხმული იქნა დიაკვნად, ამავე წლის 21 მარტს – მღვდლად; 1997 წელს ბერად აღიკვეცა და არქიმანდრიტის წოდებით მრავალი წელი მსახურობდა საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ექსარქიაში. 2014 წლის 11 ივნისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ და დადგინდა საქართველოს საპატრიარქოს გერმანიისა და ავსტრიის ექსარქიის მმართველ მღვდელმთავრად; 2017 წლის 2 იანვრიდან ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა. წმინდა სინოდის წევრი. წყარო: საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.) / სერგო ვარდოსანიძე.-თბ.,2017.-გვ.640; fortuna.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |