The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი აბდუშელიშვილი

გივი აბდუშელიშვილი
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატიკის ფაკულტეტი 1964 წელს. 

1964-1966 წწ. იყო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი; 1966-1977 წწ. კომკავშირული და პარტიული აპარატის თანამშრომელი; 1977-1980 წწ. მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1980-1990 წწ. მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1991-1992 წწ. საქართველოს მრეწველობის მინისტრი; 1992-1994 წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორი; 1994-1997 წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე; 1997-2004 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. აშშ ბიოგრაფიების ინსტიტუტის ექსპერტი; ავტორი სამეცნიერო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტატიებისა (1967-1993). საქართველოს საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მანქანათმშენებლობის საწარმოს ავტომატიზაციის ამოცანები", დაიცვა 1976 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.11;  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.25

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

გააზიარე: