შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგი (ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. 2008 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა ბერად და სახელად ვახტანგი ეწოდა. 2009 წლის 8 მარტს ხელი დაასხეს დიაკვნად და იმავე წლის 27 სექტემბერს მღვდლად აკურთხეს. მალევე იქნა არქიმანდრიტის ხარისხში აყვანილი. არქიმანდრიტი ვახტანგი 2015 წლის 25 მაისს, წმინდა სინოდის სხდომაზე გამოირჩიეს მღვდელთმთავრად, რასაც იმავე წლის 1 ივნისს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ ეპისკოპოსად აკურთხა. ნიკორწმინდის ეპარქიის მღვდელმთავარი 2015 წლის 1 ივნისიდან. წყარო: patriarchate.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |