The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცირა აბზიანიძე

ცირა აბზიანიძე
ოფიციალური სახელი:ციური აბზიანიძე
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1947
გარდაცვ. თარიღი:21 ოქტომბერი, 2011  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს.

1973 წლიდან იყო ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: ა. ცაგარელის "ხანუმა", მოლიერის "გააზნაურებული მდაბიონი", ა. გეწაძის "გზა, "ყარამანს ცოლი მოჰყავს", დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", შ. დადიანის "გუშინდელნი", "აიეტი", თ. ჭილაძის "ბუდე მეცხრე სართულზე" და "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", სანიკიძის "მედეა", მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები" და სხვა. მიღებული აქვს I პრემია წლის საუკეთესო როლის შესრულებისათვის (1975), პრემიები ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის (1980, 1982). 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.12

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თეატრალური საზოგადოება, წევრი (1973-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: