The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სვიმეონი (ეპისკოპოსი)

სვიმეონი
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ ცაკაშვილი
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1982  (41 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

1999-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხის დამუშავების საწარმოთა მოწყობილობისა და ტექნოლოგიის სპეციალობაზე. მუშაობდა ნინო რამიშვილის საავტორო სკოლაში პედაგოგად. 1999 წლიდან იყო თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის მრევლი და მგალობელი, გალობდა სვეტიცხიველსა და სიონის საპატრიარქო ტაძრებში. ბოდბის ეპარქიაში ხელმძღვანელობდა რამდენიმე ტაძრის რესტავრაციას. 2004 წლიდან რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტის, იობის (აქიაშვილი) პირად მორჩილებაშია. 2005 წლიდან ძამის ხეობაში, ტბეთის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის მორჩილია. 2005 წლის 19 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა ბერად აღკვეცა და სახელად სტეფანე უწოდა, ხოლო 2005 წლის 4 დეკემბერს დიაკვნად აკურთხა. 2006 წლის 25 მარტს მიტროპოლიტმა იობმა სქემაში აღკვეცა და სახელად სვიმეონი უწოდა. 2006 წლის 2 აპრილს მიტროპოლიტმა იობმა მღვდლად დაასხა ხელი და ტბეთის მონასტერში დანიშნა მღვდელთმსახურად, 2006 წლის 8 მაისს სურამის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებულ წმიდა იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 2007 წლის 15 აპრილიდან ურბნისის წმიდა სტეფანე პირველდიაკვნის სახელობის საკათედრო ტაძრის მოძღვარია. 2008 წლის 22 მაისს ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. 2009 წლის 19 მაისს ოქროს ჯვრითა და ენქერით დააჯილდოვეს და იღუმენის წოდება მიანიჭეს. 2010 წლიდან არის ყორანქედის ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი. მამა სვიმეონი 2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს წმინდა სინოდის სხდომაზე ახლადშექმნილი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსად აირჩიეს. 2013 წლის 10 ნოემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი. 2014 წლის სექტემბრიდან ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, ქ. ხაშურში საპატრიარქოს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონს ხელმძღვანელობს. 2016 წლის 9 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის ხელმძღვანელობით გაიმართა ბანას ტაძრის მაკეტისა და პროექტის პრეზენტაცია. 


გააზიარე: