შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევი![]()
ბიოგრაფიაქართლის მეფის მირიან III-ის ძე (IV საუკუნე). მირიანის მეფობის დროს მართავდა კახეთსა და კუხეთს (რეზიდენციით უჯარმაში). აქტიურად მონაწილეობდა ქართლის გაქრისტიანებაში. გარდაიცვალა მამაზე ადრე, ქართლში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებიდან 25-ე წელს. მისი შთამომავალნი ("რევიანნი") შემდეგში ქართლის აქტიური პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.331
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |