Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგი (მიტროპოლიტი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. 1982-1985 წლებში სწავლობდა ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1990 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო სემინარია. 1988 წლის 13 აპრილს აღიკვეცა ბერად, 1988 წელს იკურთხა დიაკვნად, ხოლო შემდეგ მღვდლად. 1990 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1992 წლის 27 დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად. 1992-1997 წლებში იყო ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი. 1995 წლის 25 დეკემბერს აკურთხეს მთავარეპისკოპოსად. 1995-2002 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს სატელევიზიო გადაცემათა შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი. 2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მეუფე სერგის მიებოძა მიტროპოლიტობა, ხოლო 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით. ნეკრესის ეპარქიის მმართველი-მიტროპოლიტი. წყარო: საქართველოს საპატრიარქო: patriarchate.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |