შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ მაჯაგალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1958წწ. მუშაობდა დონბასში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1958-1959წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში"; 1959-1960წწ. საპროექტო ინსტიტუტ "მრეწვფოლადკონსტრუქციაში" ფილიალის უფროსად; 1960-1964წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და 1964-1967წწ. სახელშეკრულებო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილებებს; 1967-1970წწ. მივლინებული იყო მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში, დარხანის რაიონის ობიექტების მშენებლობაზე მრჩევლად ეკონომიკის საკითხებში; 1970-1973წწ. ირანის რესპუბლიკაში - ისპაჰანის მეტალურგიული ქარხნის ობიექტების მშენებლობაზე მრჩევლად კონტრაქტორებთან ურთიერთობის საკითხებში; 1973-1986წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1986-1989წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი, კოლეგიის წევრი; 1989-1990წწ. მუშაობდა ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქ. ანაბის მეტალურგიული კომპლექსის მთავარ მრჩევლად ეკონომიკის საკითხებში; 1990-1992წწ. რუსთავის საწარმოო გაერთიანება "საქავტოვაზმრეწვისა" და 1992-1997წწ. შპს კომპანია "იბერია LTD"-ს ტექნიკურ დირექტორად; 1997-2000წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახელმწიფო ლიცენზირების ცენტრის წარმომადგენლად ქვემო ქართლის მხარეში; მონაწილეობდა მეტალურგიული ქარხნის, საწარმოო გაერთიანება "აზოტის", "ქიმბოჭკოსა" და ქარხანა "ცენტროლიტის", ასევე, საბინაო ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.386-387 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |