The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტარიელ მაჯაგალაძე

ტარიელ მაჯაგალაძე
Date of birth:13 February, 1929  (96 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს.

1957-1958წწ. მუშაობდა დონბასში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1958-1959წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში"; 1959-1960წწ. საპროექტო ინსტიტუტ "მრეწვფოლადკონსტრუქციაში" ფილიალის უფროსად; 1960-1964წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და 1964-1967წწ. სახელშეკრულებო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილებებს; 1967-1970წწ. მივლინებული იყო მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში, დარხანის რაიონის ობიექტების მშენებლობაზე მრჩევლად ეკონომიკის საკითხებში; 1970-1973წწ. ირანის რესპუბლიკაში - ისპაჰანის მეტალურგიული ქარხნის ობიექტების მშენებლობაზე მრჩევლად კონტრაქტორებთან ურთიერთობის საკითხებში; 1973-1986წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1986-1989წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი, კოლეგიის წევრი; 1989-1990წწ. მუშაობდა ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქ. ანაბის მეტალურგიული კომპლექსის მთავარ მრჩევლად ეკონომიკის საკითხებში; 1990-1992წწ. რუსთავის საწარმოო გაერთიანება "საქავტოვაზმრეწვისა" და 1992-1997წწ. შპს კომპანია "იბერია LTD"-ს ტექნიკურ დირექტორად; 1997-2000წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახელმწიფო ლიცენზირების ცენტრის წარმომადგენლად ქვემო ქართლის მხარეში; მონაწილეობდა მეტალურგიული ქარხნის, საწარმოო გაერთიანება "აზოტის", "ქიმბოჭკოსა" და ქარხანა "ცენტროლიტის", ასევე, საბინაო ობიექტების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.386-387

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: