The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი მებონია

გივი მებონია
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე მებონია
დაბადების თარიღი:1929
გარდაცვ. თარიღი:1992  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს.

1951 წელს დაიწყო მუშაობდა ქ. ტყვარჩელში ადგილობრივი რესურსების საკარიერო სამმართველოში ინჟინრად, საბაგირო გზების სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1953 წლიდან "საქენერგოს" ტყვარჩელის ცენტრალური ელექტრო-მექანიკური საამქროს უფროსი იყო; 1958 წელს გადაყვანილ იქნა ტრესტ "ტყვარჩელქვანახშირის" მშენებლობის განყოფილებაში უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსად; 1962 წელს დაინიშნა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს ტყვარჩელის საშენმასალების ქარხნის დირექტორად; 1965 წელს დაწინაურრებულ იქნა ტრესტ "ტყვარჩელქვანახშირის" მმართველის მოადგილედ კაპიტალური მშენებლობის დარგში; 1969-1970წწ. გადაიყვანეს ბოლნისში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველო "მადნეულმშენის" უფროსად; 1970-1972წწ. მუშაობდა სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1972 წლიდან "ცეკავშირის" სისტემაშია სოხუმის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1978 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N33 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად, სადაც თითქმის ათი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის, საცხოვრებელი სახლების, წყალსადენისა და სხვა საკომუნიკაციო მაგისტრალების მშენებლობას ხელმძღვანელობდა; არჩეული იყო ტყვარჩელის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.389

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: