Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ მებუკე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1986 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში", საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N2 და N1 სამმართველოებში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად; 2001-2002წწ. იყო შპს "ოსკარის" გენერალური დირექტორი; 2002-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ნავთობის კორპორაციის სისტემაში მშენებლობის უფროს მენეჯერად; 2004 წლიდან ცხოვრობს და პროფესიულ საქმიანობას ეწევა აშშ-ში, კალიფორნიაში; მისი მონაწილეობით აშენდა: თბილისის რძის ქარხანა, საფოსტო ყუთ "ვნიტეს" თელეთის ლაბორატორიული ქარხანა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს N4 სამმართველოს კლინიკური საავადმყოფო დიღომში, კავკასიის მინერალური ნედლეულის ს/კ ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსი, დასასვენებელი კომპლექსი კურორტ მიუსერაში, ჩინეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის მრავალფუნქციური დანიშნულების ხუთსართულიანი ოფისი თბილისში; ჩატარდა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქცია და მიშენება; იყო თვალსაჩინო სპორტსმენი- წყალბურთელი; 2006 წელს, წყალბურთის მსოფლიო ფედერაციის "ფინას" გადაწყვეტილებით მიენიჭა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის წოდება; დაჯილდოებულია მედლით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.390-391
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |