The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ნაირაშვილი

შალვა ნაირაშვილი
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1941
გარდაცვ. თარიღი:1993  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ნოვოჩერკასკის (რუსეთი) საშუალო სამხედრო-პოლიტიკური სასწავლებელი 1967 წელს, ხოლო 1975 წელს ოფიცერთა უმაღლესი კურსები მოსკოვში.

1967-1970 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში ასეულის მეთაურის მოადგილედ. 1970-1975 წწ. მსახურობდა საბჭოთა ჯარების ჯგუფში გერმანიაში, ბატალიონის მეთაურის მოადგილედ. 1976-1978 წწ. მსახურობდა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში, პოლკის მეთაურის მოადგილედ. 1978-1986 წწ. კი შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სასწავლო ცენტრის უფროსად. 1986-1989 წლებში იგი იყო საქართველოს სსრ სამხედრო კომისარიატის სისტემაში, სამხედრო კომისრის მოადგილე, I განყოფილების უფროსი. 1989 წელს აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1989-1990 წლებში იყო ეროვნული გვარდიის სამხედრო კონსულტანტი. 1990-1991 წლებში იგი ეროვნული გვარდიის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსია, ხოლო 1991-1992 წწ.  ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი. 1992 წლის აპრილში დაინიშნა ეროვნული გვარდიის (სწრაფი რეაგირების კორპუსი) ძალების სარდლის მოადგილედ. 1993 წლის მაისში დაინიშნა სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინაღო თავდაცვის ძალების პირველ სარდლად. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. არაერთხელ დაჭრილა მძიმედ, ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას, დაიღუპა გმირის სიკვდილით ბრძოლის ველზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი.

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.128


გააზიარე: