The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ დათუაშვილი

თამარ დათუაშვილი
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (დ. ანთაძის სახელოსნო) 1976 წელს.

მოღვაწეობდა "მეტეხის თეატრში". მთავარი როლი შეასრულა ფილმიში "კარიერი" (პ. ჩარკვიანი, 1979). მონაწილეობს ფილმებში: "კედელი"(ა. ნინუა, 1966), "ღიმილის ბიჭები" (რ.ჩხეიძე, 1969), "ჩარი-რამა" (ნ. სანიშვილი, 1974), "ზოგი ჭირი მარგებელია" (პ. ჩარკვიანი, 1984), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989), "პრემიერა"(გ. ლორთქიფანიძე, 1992), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" (ე. ბადურაშვილი, 2003), დოკუმენტურ ფილმებში: "სინქრონიზაცია" (გ. მატარაძე, 1977), "ბათუმის ომი" (ზ. ცინცქილაძე, ზ. ბუაძე, 1997).

წყარო: ქართული კინო, 1896-2011 /მარინა კერესელიძე.- თბ., 2011.- გვ. 71; tbiliselebi.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: