The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუკა (მთავარეპისკოპოსი)

ლუკა
ოფიციალური სახელი:ვაჟა ლომიძე
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1992 წელს.

1995 წლიდან იყო ზედაზნის მამათა მონასტრის მორჩილი. 1997 წლის 16 მარტს, დიდმარხვის პირველ კვირას მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ექვთიმემ, მორჩილი ვაჟა ლომიძე ბერად აღკვეცა და უწოდა სახელად ლუკა. 1998 წლის 13 ივლისს, სვეტიცხოვლობას, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი ლუკა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის ნოემბერში სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად აკურთხა. მღვდელმონაზონი ლუკა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვრად დაადგინეს. 1999 წელს, დავით გარეჯობის დღესასწაულზე უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მღვდელმონაზონ ლუკას იღუმენის, ხოლო ერთი წლის შემდეგ არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. 2003 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი ლუკა ეპისკოპოსად აკურთხა. 2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე ლუკა დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსი.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ka.wikipedia.orgpatriarchate.ge


გააზიარე: