The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი რთველაძე

დაბადების თარიღი:22 ივლისი, 1872
გარდაცვ. თარიღი:24 დეკემბერი, 1933  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში, სადაც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1902 წელს დააპატიმრეს და გაასახლეს ბაქოში. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ბაქოს პროლეტარიატის საგაფიცვო მოძრაობაში. რეაქციის წლებში განაგრძობდა პარტიულ მუშაობას, რისთვისაც რამდენჯერმე დააპატიმრეს; 1917 წელს დაბრუნდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში; 1918 წელს მონაწილეობდა დუშეთის მაზრის გლეხთა აჯანყებაში; 1922 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის საკონტროლო კომისიის წევრად; 1923 წლიდან საქართველოს უმაღლესი სასამართლოს წევრი; 1927 წლიდან საქართველოსა და ამიერკავკასიის სახელმწიფო დაზღვევის თანამშრომელი. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოსა და ამიერკავკასიაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.381

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია , წევრი (1896-)

გააზიარე: