The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სპირიდონი (ეპისკოპოსი)

სპირიდონი
Legal name:გოჩა აბულაძე
Date of birth:14 June, 1950  (74 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

1967-1972 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1972-1976 წლებში  უნივერსიტეტის ასპირანტურაში კიბერნეტიკის სპეციალობით. 1975 წლიდან მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა კათედრაზე, 1976 წლიდან – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრაზე. 1978-1979 წლებში იყო ქირურგიის ინსტიტუტის, ხოლო 1979 წლიდან სახალხო მეურნეობის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი.  XX საუკუნის 80-90-იან წლებში იგი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, მისი აქტიური საქმიანობის შედეგი იყო ის, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო იძულებული გახდა გაეუქმნებინა რელიგიის რწმუნებულის აპარატი, სახელმწიფოსაგან ეკლესიისათვის დაწესებული ყოველთვიური გადასახადები. 1990 წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე), ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გოჩა აბულაძე აკურთხა დიაკვნად და სახელად უწოდა გრიგოლი. იგი განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში. 1990 წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ, დიაკონი გრიგოლი ჯიხეთის მონასტერში მღვდლად აკურთხა და სხალთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. 1991 წლის დასაწყისში ხულოში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელობა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაევალა მამა გრიგოლ აბულაძეს. 1991 წლის 25 ნოემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მღვდელი გრიგოლი დაინიშნა ბოდბის ეპარქიის წმიდა ნინოს მონასტერთან არსებული წმიდა ნინოს სახელობის და ხირსის წმიდა სტეფანე ხირსელის მონასტერთან არსებული წმიდა სტეფანე ხირსელის სახელობის სასულიერო სასწავლებლის რექტორად. მღვდელი გრიგოლი იმ დროიდან მსახურობდა წმიდა სტეფანე ხირსელის მონასტრის წინამძღვრად და ბოდბის წმიდა ნინოს მონასტრის ღვთისმსახურად. 1994 წლის იანვარში ქ. ზესტაფონში გაიხსნა წმიდა ნიკოლოზის სახელობის სასულიერო სასწავლებელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა - კურთხევით მამა გრიგოლი დაინიშნა ამ სასწავლებლის რექტორად. 1994 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სიონის საკათედრო ტაძარში მღვდელ გრიგოლს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება და მიტრის ტარების უფლება მიანიჭა. 2006 წლის 22 დეკემბერს, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დეკანოზი გრიგოლი ბერად აღკვეცეს და სახელად სპირიდონი უწოდეს. 23 დეკემბერს მღვდელ-მონაზონ სპირიდონს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 2010 წელს ხულოსა და სხალთის ეპარქიაში ტბელ აბუსერიძის  სახელობის მრავალპროფილიანი უნივერსიტეტი გაიხსნა, რომლის რექტორი იყო მთავარეპისკოპოსი სპირიდონი. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი სპირიდონი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი.

წყარო: patriarchate.ge


Share: