The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ აიწურაძე

რევაზ აიწურაძე
დაბადების თარიღი:1944  (80 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1973 წწ. იყო თბილისის გუნდ "ლოკომოტივის" წევრი; გამომცემლობა "საბჭოთა ხელოვნების" მუშა (1961); თბილისის ზღვის კომპლექსის ინსტრუქტორი (1971); განათლების სამინისტროს სპორტის კადრების სამმართველოს უფროსი (1982); პარტიის ცკ სპორტის და ტურიზმის სექტორის გამგე (1894); საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1986); შპს "საქართველოს სპორტის ეროვნული ფონდის" გენერალური დირექტორი (1993). სსრკ ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი (1972).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.21

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" მთავარი პოლიტიკური საბჭო, წევრი (1999-)
  • თბილისის საკრებულო, წევრი
  • თბილისის საკრებულოს "მრეწველთა" ფრაქცია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: