The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი როგავა

გიორგი როგავა
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1991  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყულისკარი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ლინგვისტური განყოფილება 1927 წელს.

1933-1958წწ. მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად, გამგედ; 1938-1958წწ. იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიურ ენათა კათედრის გამგე. იკვლევდა ქართველური და აფხაზურ-ადიღეური ენების გრამატიკული სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1958).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.418; არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ვებ გვერდი: ice.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1963 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: