Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ალადაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1975-1977 წწ. მუშაობდა ქ. თელავის რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად, 1977-1978 წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტად; 1978-1980 წწ. მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კარდიოლოგიური განყოფილებისა და გულის კათეტერიზაციის ლაბორატორიის ექიმ-ორდინატორად; 1980-1983 წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტია; 1983-1985 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ასპირანტი; 1986-1988 წწ. მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კარდიოლოგიური განყოფილებისა და გულის კათეტერიზაციის განყოფილების დოქტორანტი; 1998-2004 წწ. გაირა სტაჟირება გერმანიის კარდიოლოგიურ კლინიკებში ინტერვენციული კარდიოლოგიის დარგში; 1984-1994 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის პროფესორი; 1995-1997 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის გამგე, 1997 წლიდან არის შპს "გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია (1983), სადოქტორო (1990). არის 70-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. საქართველოში კლინიკურ პრაქტიკაში პირველმა ჩაატარა და ფართოდ დანერგა კორონაროგრაფიის, კორონარული ანგიოპლასტიკის და სტენტირების მეთოდი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.22; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ.. -თბ., 2012.-გვ.185 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |