შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაკობი (ეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა 1979 წელს. ამავე წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 2003 წლის 15 მარტს ბერად აღიკვეცა. 2010 წლის 7 მაისს საქართველოს წმინდა სინოდმა სტეფანწმინდასა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდიტრი იაკობი დაადგინა ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად. 2010 წლის 9 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აკურთხეს ეპისკოპოსად. 2010 წლის 21 დეკემბერს ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად. 2013 წლიდან არის ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. წყარო: საქართველოს საპატრიარქო: patriarchate.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |