The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობი (ეპისკოპოსი)

იაკობი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე იაკობიშვილი
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა 1979 წელს. ამავე წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

2003 წლის 15 მარტს ბერად აღიკვეცა. 2010 წლის 7 მაისს საქართველოს წმინდა სინოდმა სტეფანწმინდასა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდიტრი იაკობი დაადგინა ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად. 2010 წლის 9 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აკურთხეს ეპისკოპოსად. 2010 წლის 21 დეკემბერს ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად. 2013 წლიდან არის ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

წყარო: საქართველოს საპატრიარქო: patriarchate.ge


გააზიარე: