The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ როგავა

გრიგოლ როგავა
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:28 აგვისტო, 1924  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გულისკარი, ზუგდიდის მაზრა.

რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. 

რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1905 წელს ზუგდიდის მაზრაში, რისთვისაც 1906 წელს დააპატიმრეს და გაგზავნეს ოდესაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. აქტიური პარტიული მუშაობისათვის აქაც დააპატიმრეს; 1908 წელს დაბრუნდა საქართველოში და განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა გურიაში; 1915-1917წწ. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში; იქტიურად იბრძოდა მენშვიკური ხელისუფლების წინააღმდეგ, რისთვისად დააპატიმრეს; 1920 წელს აირჩიეს პარტიის ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარედ და ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრად; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ, 1921-1922წწ. მუშაობდა პარტიის ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის მდივნად; 1922 წელს აირჩიეს ზუგდიდის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარედ. დაიღუპა მენშევიკებთან ბრძოლის დროს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.419; legionerebi.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია (1907-)

გააზიარე: