| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მელიქსეთ-ბეგი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1944 წელს. 1946 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტის" ინჟინერ-დამამგეგმარებლად; 1951 წლიდან ამავე ინსტიტუტის ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის მთავარი ინჟინერი, ჰიდროლოგიური განყოფილების უფროსი და ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო; 1952 წელს დაამთავრა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის ასპირანტურა და იქვე დაიწყო მუშაობა უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1968 წელს მივლინებული იყო ირანში, ხოლო 1976-1977წწ. სირიის არაბთა რესპუბლიკაში; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ზემო და ქვემო სამგორის, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემების, კოლხეთის დაჭაობებული მიწების დაშრობისა და სხვა ობიექტების პროექტების დამუშავებაში და მშენებლობაში; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პედაგოგი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; გამოქვეყნებული აქვს ექვსი სამეცნიერო ნაშრომი; დაჯილდოებულია სახელმწიფო 3 მედლითა და საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.394 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

