შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შუქური მელითაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გურჯაანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1957 წელს; თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი 1968 წელს; ოდესის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1979 წელს. 1959-1960წწ. მუშაობდა სპეციალიზებულ სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოში ქვის მთლელად; 1964-1966წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში მუშად; 1967-1970წწ. სამშენებლო ტრესტ "საქკოოპმშენის" N2 სამმართველოში მშენებლობის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1970-1978წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო რაზმის მთავარი ინჟინერი და უფროსი; 1978-1983წწ. იმავე სამინისტროს ტრესტ "საქსოფლმშენინდუსტრიის" სარემონტო უბნის უფროსი; 1983 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის, N38 და N3 მოძრავ-მექანიზებულ კოლონებს; მონაწილეობდა გურჯაანის რძის ქარხნის, სასტუმროს, "საქსოფლტექნიკის" ბაზის, წიგნისა და ჰიგიენის სახლების, გურჯაანის "ნავთისხევის დასახლების", სამთაწყაროსა და ფიროსმანის საცხოვრებელი სახლების კომპლექსის, რესტორნების (გურჯაანში, ლაგოდეხში), მაღაზიების (ლაგოდეხში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, თელავში, ახმეტასა და ყვარელში), უნივერმაღების (ლაგოდეხში, თელავსა და ახმეტაში), ველისციხის კულტურის სახლის, კაჭრეთის, ველისციხის, ყვარლის, ჭიკაანის, გურჯაანისა და მუკუზნის ღვინის ქარხნების, ასევე, არაერთი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.394-395 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |