Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შუქური მელითაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გურჯაანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1957 წელს; თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი 1968 წელს; ოდესის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1979 წელს. 1959-1960წწ. მუშაობდა სპეციალიზებულ სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოში ქვის მთლელად; 1964-1966წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში მუშად; 1967-1970წწ. სამშენებლო ტრესტ "საქკოოპმშენის" N2 სამმართველოში მშენებლობის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1970-1978წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო რაზმის მთავარი ინჟინერი და უფროსი; 1978-1983წწ. იმავე სამინისტროს ტრესტ "საქსოფლმშენინდუსტრიის" სარემონტო უბნის უფროსი; 1983 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის, N38 და N3 მოძრავ-მექანიზებულ კოლონებს; მონაწილეობდა გურჯაანის რძის ქარხნის, სასტუმროს, "საქსოფლტექნიკის" ბაზის, წიგნისა და ჰიგიენის სახლების, გურჯაანის "ნავთისხევის დასახლების", სამთაწყაროსა და ფიროსმანის საცხოვრებელი სახლების კომპლექსის, რესტორნების (გურჯაანში, ლაგოდეხში), მაღაზიების (ლაგოდეხში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, თელავში, ახმეტასა და ყვარელში), უნივერმაღების (ლაგოდეხში, თელავსა და ახმეტაში), ველისციხის კულტურის სახლის, კაჭრეთის, ველისციხის, ყვარლის, ჭიკაანის, გურჯაანისა და მუკუზნის ღვინის ქარხნების, ასევე, არაერთი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.394-395 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |