The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი მელიქიშვილი

დიმიტრი მელიქიშვილი
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1919
გარდაცვ. თარიღი:16 ივლისი, 2007  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1942 წელს. 

1968 წელს აიმაღლა კვალიფიკაცია მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში; მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსაქსაქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; მონაწილეობდა კონკურსებში: ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (II პრემია), კულტურის სახლი საქართველოს რაიონებისათვის (III პრემია); საკავშირო, ხანდაზმულთა სახლი (II პრემია); მისი ძირითადი ნამუშევრებია: რუსთავის მტკვრის მარცხენა და მარჯვენა ნაპირის გენგეგმა (1945-1947), სტადიონი რუსთავში (1946), რუსთავის მარცხენა სანაპიროს დეტალური დაგეგმარების პროექტი (მ. ნეპრინცევთან ერთად 1949-1950), რუსთავის მარცხენა და მარჯვენა ნაპირზე განლაგებული 55 საცხოვრებელი კვარტლის დაგეგმარება (მ. ნეპრინცევთან და ზ. ხურცილავასთან ერთად 1945-1966), 120-ბინიანი საცხოვრებელი სახლი რუსთავში (1956), ადმინისტრაციული სახლი ხობში (1968), რუსთავის გენგეგმა (1970-1972), სასტუმრო "ცისკარი" სიღნაღში (1960), რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გამაჯანსაღებელი კომპლექსი იაღლუჯის მთაზე (1971), ღამის სანატორიუმი 110 ადგილზე (1972), ღამის სანატორიუმი (პროფილაქტორიუმი) 100 ადგილზე (1974), სასტუმრო ოზურგეთში (1963), სასტუმრო 300 ადგილზე რუსთავში (ნ. გვასალია, გ. მეტრეველი, თ. ხოჯავასთან ერთად 1987, მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.395; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრ კავშირის არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1948-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1989 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1978 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: