The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით დანელია

დავით დანელია
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1970 წელს.

მეოთხე კლასის მოსწავლემ ითამაშა პატარა ხვიჩას როლი ფილმში "მამულუქი"(დ. რონდელი, 1958). სხვადასხვა ასაკში ეკრანზე შექმნა 20-ზე მეტი სახე: მათ შორის: დათო ჯაფარიძე ("განაჩენი", ლ. ხოტივარი, 1959), ტარიელ დადიანი ("დღე უკანასკნელი, დღე პირველი", ს. დოლიძე, 1959), დათო ("პაპა გიგია", ზ. გუდავაძე, 1960), პატარა დათიკო ("გლახის ნაამბობი", ლ. ესაკია, 1961), თამაზი ("თოჯინები იცინიან", ნ. სანიშვილი, 1963), მეომარი ("ხევისბერი გოჩა", ნ. სანიშვილი, 1964), სტუმარი რაინდი ("აბესალომ და ეთერი", ლ. ესაკია, 1966), ოტია ("ტარიელ გულუა", ლ. ხოტივარი, 1968), მერაბი ("ჯვარცმული კუნძული, პ. მანაგაძე, 1968), შავხალათიანი ("წყალდიდობა", თ. გოშაძე, 1970), გურჯაანელის ძმა ("დაისი", ნ. სანიშვილი, 1971) და სხვ. კინომსახიობი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 71


გააზიარე: