The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ კარგარეთელი

დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1880
გარდაცვ. თარიღი:1938  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თეირანი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო ტფილისის I კლასიკურ გიმნაზიაში. სამხედრო სამსახური დაიწყო იუნკერად მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში 1899 წელს.

1901 წლიდან მსახურობდა სანქტ-პეტერბურგში, ლაიბ-გვარდიაში, შემდეგ გვარდიული ქვეითების რეზერვში, გორის 259-ქვეით პოლკში. 1913 წელს დაამთავრა ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია I  თანრიგით. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1915-1916 წლებში მსახურობდა კავკასიის კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროს-ადიუტანტად, შემდეგ ჩრდილოეთის ფრონტის არმიების მთავარსარდლის შტაბის გენერალ-კვარტირმაისტერის სამმართველოში. 1918 წლამდე იმყოფებოდა სპარსეთში რუსული ჯარების შემადგენლობაში. 1918 წლიდან მსახურობდა ქართულ ჯარში, ქართული კორპუსის მე-2 დივიზიის მეთაურად. 1919 წელს დაინიშნა საქართველოს დიპლომატიური მისიის სამხედრო ატაშედ აზერბაიჯანში. 1919 წლის 15 ივლისიდან მსახურობდა აზერბაიჯანის ჯარში, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს გენერალ-კვარტირმაისტერად. 1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა ჯარების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დაკავების შემდეგ დაინიშნა სპარსეთის საბჭოთა რესპუბლიკის არმიის მთავარსარდლად. 1920 წლის ნოემბერში განთავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან სერგო ორჯონიკიძის პირადი განკარგულებით. 1920 წლის ბოლოდან ცხოვრობდა სპარსეთში. იყო თეირანის საპატიო მოქალაქე. აქტიურად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას. სპარსეთში დაბინავებულა. 1925 წელს რეზა-ხან ფეხლევიმ ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ძალაუფლება და შეუდგა ჯარის ახლებურად ორგანიზაციას. რეზა-ხანმა გენერალი კარგარეთელი დაიახლოვა და შეადგენინა სამხედრო სახელმძღვანელოები. რეზა-ხანსა და მის თანამშრომლებს მან, თავად შეასწავლა სხვადასხვა სამხედრო წესები. კარგარეთელის, როგორც მას ირანში უწოდებდნენ "გურჯი ხანის" ავტორობით, მთელი რიგი სამხედრო სახელმძღვანელოები გამოიცა სპარსულ ენაზე. პოლკოვნიკი (1919), გენერალ-მაიორი (1920).

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.146

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1925 - თამარ მეფის III ხარისხის ორდენი
  • 1913 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1907 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: