The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მენაბდე

გიორგი მენაბდე
Date of birth:1940  (85 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1963 წელს.

1964 წელს მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" ინჟინრის თანამდებობაზე; 1975 წლიდან იყო ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის მთავარი ინჟინერი; 1988 წლიდან დაინიშნა ენგურის ჰესების კასკადის "ვარდნილჰეს I"-ის პროექტის მთავარ ინჟინრად; ხელმძღვანელობდა "ვარდნილჰეს I"-ის ტექნიკური და მუშა პროექტების, ასევე, ვარციხის ჰესების კასკადის დეტალური პროექტის, სამურზაყანოს სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობების, "ჩხოროწყუჰესის", "ზაჰესის" სადერივაციო გვირაბის და სხვა ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტების შემუშავებას; 1993 წლიდან შპს "ბასიანი-93"-ის ტექნიკური დირექტორია; 1993-2009წწ. მონაწილეობა მიიღო საქართველოს მდინარეების ჰიდროენერგეტიკული რესურსის ათვისების პროექტების და მოქმედი ჰესების რეაბილიტაციის დოკუმენტაციის შემუშავებაში; 2007 წელს დაინიშნა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" ტექნიკური განყოფილების უფროსად; იყო ნამახვანის ჰესების კასკადის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დამუშავების პროექტის კოორდინატორი ქართული მხრიდან.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.398


Share: