შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის კინომცოდნეობის განყოფილება 1991 წელს. 1993 წლიდან სამეცნიერო, ხოლო 2004 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. კულტურისა და სპორტის სამინისტროს კინოს მიმართულების კურატორი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. დაიცვა დისერტაცია თემაზე: "დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების ეკრანიზაციის პრობლემა ქართულ კინოში". მისი სტატიები გამოქვეყნებულია ქართულ პერიოდულ გამოცემებში. კინომცოდნე. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 75; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |