| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ მენაბდე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში და ობიექტების მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1977-1979წწ. იყო საქართველოს საბაგირო გზების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1982-1991წწ. საქართველოს მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1992-1993წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების განთავსებისა და მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1995-1998წწ. იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე; მინიჭებული აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის წოდება; მონაწილეობდა სპორტის სასახლის, სახელმწიფო ტელევიზიის, თბილისის საკონცერტო დარბაზის, ქუთაისის მაუდ-სართავი და საჩხერის ბამბის სართავი კომბინატების, ხაშურის საგალანტერიო და შულავერის მარყლის სარეცხი ფაბრიკების, სხვა მრავალი სამრეწველო თუ სამოქალაქო დანიშნულების ობიექტის მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა რიგი სამხედრო ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციას; მისი მონაწილეობითა და კონსულტაციით, არაერთი მაღალეფექტიანი ტექნიკური გადაწყვეტილება განხორციელდა. გენერალ-მაიორი (1995). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.398-399; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

