The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ მესტვირიშვილი

არჩილ მესტვირიშვილი
Date of birth:14 January, 1936  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ენაგეთი, თეთრიწყაროს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1963წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სამშენებლო სამმართველო "ტყიბულშახტმშენის" მშენებელ-ოსტატად; 1963-1967წწ. სამშენებლო სამმართველო "მადნეულმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1967-1969წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს დმანისის საკოლმეურნებათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციის მთავარი ინჟინერი; 1969-1976წწ. ამავე სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის დმანისის N49 მოძრავ-მექანიზებული კოლონისუფროსი; 1976 წლიდან ამავე ტრესტის N40 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი, უფროსი, ხოლო 1985 წლიდან - თეთრიწყაროს N55 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1989 წლიდან სათავეში ედგა თეთრიწყაროს საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციას; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და მარნეულის რაიონებში სასოფლო-სამეურნეო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების და საცხოვრებელი სახლების მშენებლობას; მონაწილეობდა მიწისძვრით დაზარალებული სვანეთისა და საჩხერის რაიონის მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.399


Share: