შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ დროზდოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ყარაგანდის ოლქი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1969 წელს. 1969-1985წწ. მუშაობდა უნივერსიტეტის კინოსა და ტელევიზიის სამეცნიერო -სასწავლო ლაბორატორიაში რედაქტორად; 1980-1985წწ. იყო ქდსპფ სტუდიის მთავარი რედაქტორი, 1985 წლიდან - ამავე სტუდიის რეჟისორი, 1984-1994წწ. -გაერთიანება "პოზიციის" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1985-1995წწ. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი. მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილები: "მჭედელი" (ვ. მიქელაძე, 1974), "კარის გასაღები" (ვ. მიქელაძე, 1975), "ბამი-ქართული ფინალი" (ვ. მიქელაძე, 1976), "ევგენი მიქელაძე" (ვ. მიქელაძე, 1979), "სახელი მატიანეში" (ზ. შანიძე, 1983). როგორც რეჟისორმა თავისივე სცენარით გადაიღო ფილმები: "ზაქარიას მინდორი" (1984), "ნოდარ დუმბაძე" (1986), "ბედისწერა" (1986), "მარადისობის მძევალი" (1989), "გზა შინისაკენ" (6 ფილმი, 1990-1994), "შევარდნაძის ხანის თეატრი" (1993). 1994-2005წწ. როგორც რეჟისორი მონაწილეობდა ტელეკომპანიების: "აუდიენცია", "მე-9 არხი", "მზე" დოკუმენტური ფილმების პროექტებში. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1984). სადისერტაციო თემა - "მამია ორახელაშვილის პუბლიცისტიკა". წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.76; sputnik-georgia.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.372 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |