შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალიკა მესხია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა განთიადი, გაგრის რაიონი. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს; ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს. 1968-1971წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" N5 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1972-1974წწ. ტრესტ "კურორტმშენში" (ყოფილი "ბიჭვინთმშენი") სამრეწველო საწარმოთა კომბინატის დირექტორად; 1974-1980წწ. იყო გაგრის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინსტრუქტორი, აფხაზეთის ასსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს გაგრის კომუნალურ საწარმოთა კომბინატის დირექტორი; 1980-1984წწ. საწარმოო გაერთიანება "აფხაზგაზის" მთავარი ინჟინერი; 1984-1992წწ. ხელმძღვანელობდა აფხაზეთის ასსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს გაგრის საბინაო სამმართველოს; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. გაგრის კომუნალური და საბინაო მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში; ქ. გაგრის ზონის საკურორტო და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.400
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |