The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი არეშიძე

გიორგი არეშიძე
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1972 წელს.

1977-1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი, 1980-2004წწ. - დოცენტი; 2003-2005წწ. - თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დეკანი. გამოქვეყნებული აქვს 7 წიგნი, 70 სამეცნიერო სტატია, 48 მოხსენების თეზისი, მრავალი პუბლიკაცია (1972 წლიდან). მისი ძირითადი სამეცნიერო მიმართულებაა საქართველოს ნავთობის კვლევა და მისი რაციონალური გამოყენების გზების ძიება. მისი ბიოგრაფია შესულია ცნობარში "International Directory of Distinguished Leadership", Ninth Edition, 2004, ABI (American Biographical Institute), NC USA. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.39; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.70

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქიმიური საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე (1999-)
  • ფოტოჟურნალისტთა ასოციაცია "სხივი" , თავმჯდომარე (1990-2001)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - ქალაქ ატლანტის საპატიო მოქალაქე (აშშ)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: