შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ როსტომაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გომი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა და ქართულ საარტილერიო პოლკში ოცეულის მეთაურად დაინიშნა; 1926 წელს დაამთავრა მოსკოვის საარტილერიო ერთწლიანი კურსები და 1-ლი ქართული მსროლელი დივიზიის საარტილერიო პოლკის ბატარეის მათაურად გაიგზავნა; 1936 წელს მოსკოვის საარტილერიო აკადემიის მსმენელად ჩაირიცხა; 1939 წელს გაიგზავნა ხარკოვის სამხედრო ოლქის ჯარებში სამსახურისათვის. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ხარკოვის სამხედრო ოლქის ბაზაზე შექმნილი მე-18 არმიის შტაბის განყოფილების უფროსად დაინიშნა; 1943 წლის მარტში გადაიყვანეს მე-2 გვარდიული არმიის შტაბის განყოფილების უფროსად. 1939 წლიდან სახელმწიფო უშიშროების მაიორი; 1943 წლიდან სახელმწიფო უშიშროების პოლკოვნიკი; 1943 წლიდან გენერალ-მაიორი. ქართველი მხედართუფროსი. გენერალ-მაიორი (1943). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.448 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |