The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბერაია

ალექსანდრე ბერაია
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:10 მარტი, 2001  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ წეროვანის სასაფლაო, მცხეთის რაიონი
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკში.

დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი.

მუშაობდა საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სენაკის სამეცნიერო საწარმოო საცდელი სადგურის დირექტორად (1958-1990), დაარსებიდან გარდაცვალებამდე. სოიასა და სიმინდის რამდენიმე დარაიონებული ჯიშისა და ჰიბრიდის ავტორი, მის მიერ გამოყვანილი სოიას ჯიში "კოლხიდა-4" მიჩნეულია მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთერთ საუკეთესო ჯიშად და შეყვანილია სოფლის მეურნეობის ენციკლოპედიაში. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით არის გამოყვანილი კიდევ რამდენიმე სოიას ჯიში: "უნივერსალი-1", "მეგრული-2", "სენაკი" და სხვა. გამოქვეყნებული აქვს 123 სამეცნიერო ნაშრომი და სტატია საბჭოთა კავშირის მასშტაბით. იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. "ВАК"-ის მიერ მინიჭებული ჰქონდა წამყვანი მეცნიერ მუშაკის ხარისხი. სელექციონერი. 


გააზიარე: