შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როსტომ გურიელი![]()
ბიოგრაფიაროსტომ გურიელი - გურიის მთავარი 1534-1566 წლებში, მამია I გურიელის ძე. აქტიურად იბრძოდა თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ, მონაწილეობდა მურჯახეთის (1533), ქარაღაქის (1543) და სოხოისტის (1545) ბრძოლებში. ამ უკანასკნელ ბრძოლაში დაეღუპა ვაჟი ქაიხოსრო. ქარაქაღის ბრძოლაში დახმარებისათვის იმერეთის მეფემ უბოძა სამცხის სამთავროს ნაწილი - აჭარა და ჭანეთი. როსტომ გურიელის საქმიანობით განრისხებულმა თურქებმა გურიაზე გაილაშქრეს. 1547 წელს თურქთა ფლოტი გურიის სანაპიროს მიადგა, თურქებმა გონიოსა და ბათუმის მხარეები დაიკავეს. როსტომ გურიელმა დახმარება იმერეთის მეფესა და დადიანს სთხოვა. იმერეთის მეფის ინტრიგის გამო როსტომ გურიელი მტერს მარტო შეებრძოლა, დაამარცხა და მდინარე ჭოროხის გაღმა განდევნა. თურქებმა აჭარა და ჭანეთი მაინც შეინარჩუნეს, გონიოს ციხე გაამაგრეს და თავიანთ ფორპოსტად აქციეს. 1557 წელს, როცა ლევან I დადიანი ოსმალეთში იყო წასული, როსტომ გურიელს ოდიშის სამთავრო ჰქონდა დაკავებული. მომდევნო ხანებში როსტომ გურიელი თურქებთან ბრძოლას განაგრძობდა და არც იმერეთის მეფეს ემორჩილებოდა, რადგან ეს უკანასკნელი მის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, ისევე როგორც დადიანი ჰყავდა დატყვევებული. იმერეთის მეფემ როსტომი თავისთან მიიწვია ოდიშზე ლაშქრობის მიზნით, მაგრამ გურიელი მეფეს არ ენდო და არ ეახლა. ქაიხოსრო ათაბაგმა ამით დრო იხელთა და გურიელი და დადიანი მისკენ გადაიბირა. ისინი დაეხმარნენ ლევან დადიანს სამეგრელოში ხელისუფლების დაბრუნებაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.449
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |