The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ II გურიელი

დაბადების თარიღი:1606
გარდაცვ. თარიღი:1672  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

გურიის მთავარი 1625, 1658 წლებში. მამია II გურიელის ძე. 1621 წელს ცოლად შერთო მანუჩარ I დადიანის ასული მარიამი. 1625 წელს სიმონმა მოკლა მამა და გახდა გურიის მთავარი. იმავე წელს სოფელ ლანჩხუთთან ბრძოლაში დაამარცხა ლევან II დადიანმა, დააბრმავა და მისი ცოლ-შვილი ოდიშს წაიყვანა. 1658 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ და დადიანმა სიმონი კვლავ მთავრის ტახტზე აიყვანეს და აშვილეს გურიელთა სახლისშვილი დემეტრე, რომელიც განაგებდა სამთავროს. სიმონ II გურიელი ბერად შედგა და იერუსალიმს გაემგზავრა, სადაც აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესია-მონასტრების ინტერესების დასაცავად.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ., 1985.-გვ.352


გააზიარე: