შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სახლმშენებელო კომბინატში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1972 წელს იყო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1976 წელს დაინიშნა სამმართველოს უფროსად; 1982 წელს გადაყვანილ იქნა სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" მიწისქვეშა სპეციალიზებულ ტრესტ "სამრეწველო საწარმოთა კომბინატის" დირექტორად; 1990 წლიდან ფირმა "მამისონის" პრეზიდენტი იყო; 1996 წლიდან სამშენებლო ფირმა "რაიმეს" გენერალური დირექტორი; აქტიურად იყო ჩართული ქ. თბილისში საცხოვრებელი მასივებისა და მიკრორაიონების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.401
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |