შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლგერდ მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სომიწო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1959-1963წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1963-1967წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N7 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1968-1976წწ. ამავე სამინისტროს N10 სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად და უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1976-1987წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ ხე-ტყისა და ხის დამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს სპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს; 1987 წლიდან იყო საპროექტო, სამრეწველო-სამშენებლო გაერთიანება "საქტრანსგაზის" სამმართველოს მთავარ ინჟინერი; მონაწილეობდა საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში ქ. თბილისის და საქართველოს რეგიონების ტერიტორიაზე; აქტიურად იყო ჩართული 1991 წლის მიწისძვრით დაზარალებული სოფლების აღდგენაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.402
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |