Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოლგერდ მეტრეველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სომიწო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1959-1963წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1963-1967წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N7 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1968-1976წწ. ამავე სამინისტროს N10 სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად და უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1976-1987წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ ხე-ტყისა და ხის დამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს სპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს; 1987 წლიდან იყო საპროექტო, სამრეწველო-სამშენებლო გაერთიანება "საქტრანსგაზის" სამმართველოს მთავარ ინჟინერი; მონაწილეობდა საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში ქ. თბილისის და საქართველოს რეგიონების ტერიტორიაზე; აქტიურად იყო ჩართული 1991 წლის მიწისძვრით დაზარალებული სოფლების აღდგენაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.402
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |