შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სომიწო, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" სამმართველოს უფროსად, ასევე სამონტაჟო ტრესტ "საქმექანომონტაჟის" სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; იყო შპს "მრეწვენტილაციის" გენერალური დირექტორი; მონაწილეობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, რუსთავის ქიმიური ქარხნების, საქართველოს ენერგეტიკული კომპლექსების, თბილისის მეტროპოლიტენის, ქუთაისის ავტოქარხნის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ობიექტების, საქართველოს პარლამენტის შენობის, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის, თბილისის ახალი თამბაქოს ფაბრიკის, მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის, ოპერისა და ბალეტის სახელობის თეატრის გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.402
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |