შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ებრალიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი 1985 წელს. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის გაერთიანება "თეატრონში" რეჟისორად (1986), საქართველოს ტელევიზიის მეორე არხისა და სტუდია "მაესტროს"ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1999-2005წწ. საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2006-2007წწ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური პროდიუსერი. გადაიღო ფილმები: "გელიკონი" (1996), "რე-ანიმაცია" (1996), "პანოპტიკუმი" (1997), "პატარა სახლი უჯარმაში" (რევაზ ინანიშვილზე, 2005), "გაჭიმული სიმები" (დოკ., 2011), 4 ვიდეო-ნოველა (დოკ., 1992). მიღებული აქვს საერთაშორისო ტელეფესტივალ "მანას" პრიზი ფილმისთვის "რე-ანიმაცია" (1996). კინოსა და ტელევიზიის რეჟისორო, პროდიუსერი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 78; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |