შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ინსტიტუტი 1978 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ე. შენგელაიას სახელოსნო) 1981 წელს. 1973-1975წწ. მუშაობდა საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინრად. 1976 წლიდან ეწევა სარეჟისორო და სამსახიობო მოღვაწეობას. გადაიღო მხატვრული ფილმები: "ევრიკა" (1977), "ყოველ საათს", "კვაზიმოდო" (დ. ცინცაძესთან, 1980), "დღიურის ჩანაწერები" (1976), სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "მარტივი პასიანსი" (1990), დოკუმენტური ფილმი "ბაი-ჩეჩე-ქეი" (2001); როგორც მსახიობი მონაწილეობს ფილმებში: "გზის დასაწყისი" (ლ. ელიავა, 1982), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (ე. შენგელაია, 1983), "ტერანგი" (ო. ლითანიშვილი, 1984), "ორომტრიალი" (ლ. ღოღობერიძე, 1986), "ავტოპორტრეტი"(ე. ბადურაშვილი, 1987), "ანემია" (ვ. კოტეტიშვილი, 1987), "სალომე" (ი. შავლიაშვილი, 1987), "დახატული წრე" (დ. ცინცაძე, 1988), "შემსრულებელი 977" (ო. ლითანიშვილი, 1988), "მდგმურები" (დ. ჯანელიძე, 1989), "ტურანდოტი" (ო. შამათავა, 1989), "ძაღლის ყნოსვა" (გ. დადიანი, 1989) და სხვ. მუშაობდა სხვადასხვა ტელეკომპანიებში ( "მე-9 არხი", "იმედი", I არხი) ტელესერიალების რეჟისორად. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 78; ეროვნული ფილმოგრაფია:geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |